იანვარი 19, 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ცაიშის მოსახლეობა, საკურორტოზონაში უკანონოდ გასხვისებულ მიწის ნაკვეთზე სათათბურო მეურნეობის გაშენებას აპროტესტებს. ადგილობრივების განცხადებით, სოფლის სტადიონისა და აბაზანების ტერიტორია წინა ხელისუფლების პერიოდში უკანონოდ დაისაკუთრეს, რის შემდეგაც აღნიშნული ტერიტორიების გასხვისება მოხდა.

2015 წელს სადაო მიწის ნაკვეთი ადგილობრივმა გენადი ასათიანმა შეიძინა, ხოლო მოგვიანებით თავად გენადი ასათიანმა აღნიშნული მიწის ნაკვეთი ვინმე იზა ჩალაძეზე გაასხვისა. ამჟამად აამ ტერიტორიაზე იზა ჩალაძე და გენადი ასათიანი სათათბურე მეურნეობის გაშენებაზე მუშაობენ, რაც ადგილობრივი მოსახლეობის გულისწყრომასა და პროტესტს იწვევს.

სოფელ ცაიშის მოსახლეობა მიმართავს ადგილობრივ ხელისუფლებას და შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ მიწის ნაკვეთის დასაკუთრების კანონიერება და მოახდინონ რეაგირება, რათა საკურორტო ზონაში არსებული მიწის ნაკვეთი ისევ სოფელს დაუბრუნდეს.

1 კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *