აპრილი 25, 2018

საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა USAID-ის, „ათასწლეულის გამოწვევის“ და „მშვიდობის კორპუსის“ წარმომადგენლებთან ერთად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა. როგორც რუდმა განაცხადა, ვიზიტის მიზანი ერთერთი ყველაზე მსხვილი ეკობონიკური პარტნიორობის პროექტის სამშენებლო სამუშაოების გაცნობა და მხარეებს შორის ღრმაწყლოვანი პორტის, ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის მიმართულებით სტრატეგიული თანამშრონლობის საკითხების განხილვა იყო.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ფაზის ადრეული სახმელეთო სამუშაოები მიმდინარეობს. 2018 წლის ზაფხულში პორტის ტერიტორიის დაღრმავება და რეკლამაცია დაიწყება. ნავსადგურის მშენებლობის პირველი ფაზის დასრულება და პორტის ოპერირების დაწყება 2020 წლისთვის იგეგმება.

ამერიკული მისიების წარმომადგენლებს ანაკლიაში “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებმ მამუკა ხაზარაძემ და კურტ კონტმა უმასპინძლეს.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *