აპრილი 25, 2018

ანაკლიაში საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA) II კონფერენცია გაიმართა, რომლის მიზანია ფართო საზოგადოება გაეცნოს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიღწევებს, განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს, ასევე სამომავლო გეგმებს, რომლებიც უკავშირდება თხილის დარგში არსებულ გამოწვევებს.

ღონისძიებაზე დაპატიჟებულ სტუმრებს შორის იყვნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, უცხოელი სტუმრები, თხილის გადამამუშავებლები, სასუქებისა და პესტიციდების მომწოდებლები, ფინანსური ინსტიტუტები და სადაზღვეო კომპანიები, თხილის სექტორში მოღვაწე სხვა პირები და მასმედიის წარმომადგენლები.

კონფერენციას დაესწრო ასოციაციის წევრი 150 ლიდერი ფერმერი, მათ შორის 70 არსებული ჯგუფების ლიდერები, ხოლო 80 შესაქმნელად დაგეგმილი ჯგუფების პოტენციური ლიდერები. 150-ვე ლიდერი ფერმერი წარმოადგენს ფერმერთა 150 სხვადასხვა ჯგუფს, თხილის მწარმოებელი რეგიონებიდან.

კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა მიიღოს უახლესი ტექნიკური ინფორმაცია თხილის დარგში აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის II კონფერენციის მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), თხილის მწარმოებელი იტალიური კომპანია ფერეროსა (Ferrero) და ამერიკული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია CNFA-ის „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტი“ (G-HIP).

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *