აპრილი 25, 2018

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში, კუხალაშვილების ისტორიულ ოდაში, მსოფლიოში ყველაზე გრძელი და წელვადი ელარჯის ეროვნული რეკორდი დამყარდა.

ელარჯის სიგრძემ 14 მეტრი და 80 სანტიმეტრი შეადგინა, მისი საერთო ფართობი კი 5.18 კვადრატული მეტრი იყო. გიგანტური ელარჯის მომზადებას 75 კილოგრამი ყველი დასჭირდა. ელარჯის რეკორდის შედეგი საქართველოს რეკორდების ფედერაციამ დააფიქსირა.

კუხალეიშვილების ეზოში მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხეები, აქ მოსულ ტურისტებს სხვადასხვა მეგრულლი კერძების დაგემოვნება და მზადების პროეცესისი გაცნობა შეეძლოთ.ღონისძიება, ყველის ფესტივალის ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა.

საქართველოში მსგავსი რეკორდი არასოდეს დამყარებულა.

მალხაზ ბასილაია

ყველა რეპორტაჟის ნახვა

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *