იანვარი 19, 2018

ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარს აბაშაში, მდინარე რიონში მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

28 წლის მამაკაცი, სახლიდან 31 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ ის არავის უნახავს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აბაშის მუნიციპალიტეტის, სოფელ კეთილარის მკვიდრი საკუთარმა მეზობელმა და ბავშვობის მეგობარმა ორი გასროლით მოკლა და შემდეგ მდინარე რიონში გადააგდო. ინფორმაციას ამის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. გამოძიება სს კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

აბაშაში დაკარგული მამაკაცის ოჯახი შესაბამისი უწყებებისგან მისი ცხედრის მოძებნას ითხოვს. მოკლულის დედის ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ორი ადამიანიდან ერთ-ერთი მისი შვილის ბავშვობის მეგობარია, ვისთანაც უთანხმოება რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *