იანვარი 19, 2018

31 დეკემბერს აბაშაში დაკარგული 28 წლის ირაკლი კეკელიას მკვლელობის საქმე დღეს გაიხსნა. პოლიციამ აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში ორი პირი დააკავა.  გამოძიება სს კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მოკლულის ოჯახის წევრები მდინარე რიონზე სამძებრო სამუშაოების დაწყებას ითხოვენ.

მათი განცხადებით, მდინარე რიონში სამძებრო სამუშაოები არ ჩატარებულა, რადგანაც მხოლოდ მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ მოკლულის ცხედარი მდინარეში გადააგდეს.

ოჯახის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული მათი შვილის მეგობარი იყო. ისინი მკვლელობას რამდენიმე თვის წინ მეგობრებს შორის მომხდარ კონფლიქტს უკავშირებენ.

“ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ, ერთად ვარჯიშობდნენ.რამდენიმე თვეა უთანხმოება აქვთ. წაუყვანია მდინარესთან, ორი ტყვია უსვრია, შეუხვევია და გადაუგდია.ორნი ყოფილან. ეს ფაქტი ერთერთმა თანასოფლელმა ნახა და ჩვენ დაგვიკავშირდა. საქმე აქედან გაიხსნა. მომიძებნეთ შვილის ცხედარი,” – აცხადებს მოკლულის დედა.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *