მაისი 24, 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ცაცხვსა და ცაიშში დაზარალებული მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის მოადგილემ, დავით კოდუამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, მაიზერ ნანავამ მოინახულეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ორ სოფელში წყალდიდობისგან შექმნილი მდგომარეობა. მათი განცხადებით, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც მიყენებულ ზარალს დაითვლის და იზრუნებს ზარალის დროულ ანაზღაურებაზე. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ წუთებშიც სტიქიის ზონაში იმყოფებიან.

მალხაზ ბასილაია

ყველა რეპორტაჟის ნახვა

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *