მაისი 25, 2018

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია კომბინატის დასახლებაში ამომრჩეველს შეხვდა. კარდაკარ შეხვედრებზე მერობის კანდიდატმა მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სალომე ფაცაცია წარუდგინა. წარდგენისას მერობის კანდიდატი ყველაზე პატარა, 6 წლის ანუკის შეხვდა, რომელმაც მერობის კანდიდატს თავისი სურვილი გაუზიარა.

“ეს 6 წლის ანუკი ძანძავაა, კომბინატის უბანში შეხვედრაზე თავისი სურვილი გამანდო. უნდა, ამ ადგილას საბავშვო მოედანი ჰქონდეს. მე დღეს ანუკის პირობა მივეცი! ძალიან მალე მას და მის მეგობრებს თანამედროვე საბავშვო მოედანი და ატრაქციონები ექნებათ”-წერს “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი, ლასა გოგია საკუთარ გვერდზე.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *